ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში

საბიუჯეტო ორგანიზაციებში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესები და პირობები „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით რეგულირდება.

ტრენინგკურსის მიზანია:

მსმენელებს გააცნოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პროცედურული საკითხები, მათ შორის აქტივების ფაქტობრივი აღწერის, გადახრების დადგენის და აღრიცხვა-ანგარიშგებაში აღრიცხვის წესები.

სამიზნე ჯგუფი: 

ტრენინგი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს არაფინანსური აქტივების და ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავება,  ასევე, ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, მათ შორის:

  • საფინანსო სამსახურის თანამშრომლები;
  • სამეურნეო/ლოჯისტიკის სამსახურის თანამშრომლები;
  • იურიდიული სამსახურის თანამშრომლები;
  • შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები; 
  • პირები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ინვენტარიზაციის პროცესში.

ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • არაფინანსური აქტივების აღრიცხვას ისე, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს ინვენტარიზაციის პროცესი;
  • ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვას და ჩატარებას ეფექტიანად, პროცესთან დაკავშირებული ყველა რისკის გათვალისწინებით;
  • შემდგომი გამოყენებისათვის უსარგებლო და გამოუსადეგარი ქონებების გამოვლენასა და მათი განკარგვის ღონისძიებების დაგეგმვას;
  • ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვას საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე.

ტრენინგის ღირებულება: 550 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია