იმერეთის 19 საჯარო მოხელეს სერტიფიკატები გადაეცა
14 ნოემბერი, 2019საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პროფესიული ტრენინგების პროგრამის 19 მონაწილეს, შიდა აუდიტის სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებისთვის, სერტიფიკატები გადასცა.
შიდა აუდიტის ტრენინგ-კურსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისში, 21-24 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების ჩართულობით გაიმართა.
სპეციალურად მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის შემუშავებული პროფესიული ტრენინგების პროგრამა დაფუძნებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების, აუდიტორული მიგნებებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის მასალებზე.
სასწავლო კურსის მიზანია ამ ხარვეზების პრევენცია, შიდა აუდიტის ფინანსური კონტროლის სისტემის ძირითადი პრინციპების შესწავლა და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება.
პროფესიული ტრენინგების პროგრამის ფარგლებში, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი შიდა აუდიტის სასწავლო კურსებს 25 ნოემბრიდან აჭარის რეგიონის, ხოლო 2 დეკემბრიდან - აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის გამართავს.