თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა
27 ნოემბერი, 2019საჯარო აუდიტის ინსტიტუტი რეგიონებში შეხვედრებსა და საკუთარი სერვისების პრეზენტაციებს განაგრძობს.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მომსახურების საშეღავათო პირობებით, მიიღონ საჯარო აუდიტის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, დაესწრონ ტრენინგ-კურსებს და გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სადაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მხარის რწმუნებულს, ირაკლი ქადაგიშვილს, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს იმ ტრენინგებისა და სერვისების შესახებ, რასაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისთვის გეგმავს.