თანამშრომლობის მემორანდუმი “ქართულ უნივერსიტეტთან“

03 დეკემბერი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი უმაღლეს სასწავლებლებთან საკუთარი სერვისების გაცნობას განაგრძობს. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ტრენინგ-პროგრამების, სასწავლო კურსებისა და სასერტიფიკაციო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

ღია კარის დღეს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეთავაზებული პროგრამები და მოდულები მათთვის საინტერესო იყო პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარ-ჩვევების ათვისების თვალსაზრისით.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მუდმივად მიიღონ ინფორმაცია საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ახალი ღონისძიებების შესახებ და სპეციალური პირობებით ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორის სასერტიფიკაციო პროგრამაში.

თანამშრომლობის  მემორანდუმი “ქართულ უნივერსიტეტთან“
თანამშრომლობის  მემორანდუმი “ქართულ უნივერსიტეტთან“
თანამშრომლობის  მემორანდუმი “ქართულ უნივერსიტეტთან“
© 2019 ყველა უფლება დაცულია