თამუნა ბერუაშვილი

თამუნა ბერუაშვილი
თამუნა ბერუაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს - საგადასახადო და აუდიტორული პროცესების მართვა; ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS, IAS). ამავდროულად, არის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. 2014-2022 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტში აუდიტორ-სტაჟიორის, აუდიტორ-ასისტენტის, აუდიტორის და უფროსი აუდიტორის პოზიციებზე.
თამუნა ბერუაშვილს აქვს ფინანსური აუდიტის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; აუდიტის ხარისხის კონტროლთან, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან, პროფესიულ ეთიკის ნორმებსა და საკანონმდებლო რეგულაციებთან მუშაობის გამოცდილება.
მას გავლილი აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ორგანიზებული ტრენინგები და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედარაციის პროფესიული სერტიფიცირების სრული პროგრამა (ACCA). არის საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი (სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი).
თამუნას მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის და ბიზნების ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი და ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მაკროეკონომიკის მიმართულებით.