თაია ცისკარაული

თაია ცისკარაული

თაია ცისკარაული

თაია ცისკარაული საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს შესაბამისობის აუდიტის მიმართულებით. ამავდროულად, მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსი აუდიტორის პოზიციაზე. 2014-2018 წლებში იყო ამავე უწყების აუდიტორ-ასისტენტი, აუდიტორი და IT აუდიტორი. 2010-2014 წლებში მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო ოფიცრის პოზიციაზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობის პერიოდში, მისი აქტიური ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: განახლდა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის, ასევე აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელოები და დაინერგა აუდიტის მართვის სისტემა.
2019 წლიდან არის შიდა აუდიტორთა ეროვნული სერტიფიცირების პროგრამის მონაწილე. ასევე, შიდა აუდიტორთა პროფესიული გაერთიანების - შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) წევრი. 2016 წელს გახდა საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი (სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი).თაია ცისკარაული არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.

© 2019 ყველა უფლება დაცულია