ეკატერინე სირაძე

ეკატერინე სირაძე

ეკატერინე სირაძე

ეკატერინე სირაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება შემდეგ ტრენინგებს: ეთიკა საჯარო სამსახურში; ღირებულებები საჯარო სამსახურში. 

ეკატერინე სირაძეს აქვს 17 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამ ეტაპზე, იგი მუშაობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და იკავებს საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. მას აქვს პროექტების მართვის ათწლიანი გამოცდილება და საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერის პროცესში ხელმძღვანელობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტს. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women Georgia) თანამშრომლობის ფარგლებში, შეიმუშავა გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის სახელმძღვანელო და ახორციელებს ცობიერების ამაღლების ტრენინგების ჩატარებას. გარდა ამისა, ეკატერინე სირაძე არის ISO სერტიფიცირებული ტრენერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb academie) მიერ. 2014 წლიდან, გავლილი აქვს ტრენერთა ტრენინგები და ზრდასრულთა სწავლების პროგრამები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2015 წლიდან, აქტიურად არის ჩართული მოხელეთა პროფესიული განვითარების პროცესში შემდეგი მიმართულებებით: საჯარო სამსახურის რეფორმის სიახლეები და გამოწვევები, საჯარო სამსახურში ეთიკის და ქცევის ზოგადი წესები, ანტი-კორუფციული პოლიტიკა, კეთილსინდისიერება და კორუფციის პრევენციის მექანიზმების დანერგვა.

ეკატერინე, 2017 წლიდან, ახორციელებს აკადემიურ საქმიანობას სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის სტუდენტებისათვის. 

ეკატერინე სირაძე არის ივ. ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრი. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სახელმძღვანელო და პუბლიკაცია: „გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკა საჯარო სამსახურში” (პრაქტიკული სახელმძღვანელო), კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში (გზამკვლევი), „ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში“ (პრაქტიკური სახელმძღვანელო), „უფლებამოსილების გამიჯვნა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებს შორის“.
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია