ეთიკა და კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში

საჯარო სამსახურში ეთიკური გარემოს შექმნა გულისხმობს საჯარო მოხელეთა ქცევის წესების განსაზღვრას და საზოგადოებისა თუ საჯარო სამსახურისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებების პრაქტიკაში გატარებას.

ტრენინგკურსის მიზანია:

  • მსმენელისთვის ინფორმაციის გაზიარება საჯარო მოხელეთათვის, საჯარო დაწესებულებისა და, ზოგადად, საჯარო სამსახურისთვის ეთიკის როლისა და მნიშვნელობის შესახებ;
  • საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინტერესთა შეუთავსებლობასთან, შეუთავსებელ საქმიანობასა და საჩუქართან დაკავშირებული საკითხების გაცნობა;
  • პოტენციური თუ რეალური ეთიკური პათოლოგიების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გაცნობა.

სამიზნე ჯგუფი: 

ტრენინგკურსი განკუთვნილია საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის.

ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ საჯარო მოხელე შეძლებს:

  • დამკვიდრებული პროფესიული სტანდარტებისა და ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად მოქმედებას;
  • რეალური, აშკარა თუ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის/სხვა ეთიკური პათოლოგიების იდენტიფიცირებასა და მასზე რეაგირებას;
  • პრევენციული მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას პოტენციური ეთიკური გადაცდომების/პათოლოგიების თავიდან აცილების მიზნით.

ტრენინგის ღირებულება: 395 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია