ბიზნეს პროტოკოლი და საერთაშორისო ურთიერთობები
ტრენინგი მოიცავს მსოფლიოში არსებული საერთაშორისო ურთიერთობების უახლესი პრაქტიკისა და დიპლომატიური პროტოკოლის გაცნობას, საგარეო ურთიერთობების წარმოების მნიშვნელობის წარმოჩენას საჯარო დაწესებულებებში, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული საფუძვლებისა და ვენის კონვენციის კონცეფციის ანალიზს, ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების მომზადება-გაფორმების წესის მიმოხილვას, მოლაპარაკებების ხელოვნების დახვეწვას, სახელმწიფო სიმბოლიკის კანონმდებლობის ცოდნის შეძენას, ცერემონიებისა და კულტურული ნაწილის სახეების განმარტებას ეთიკური მოთხოვნების შესაბამისად, ვიზიტების კატეგორიების მიმოხილვას, დიპლომატიური ენის, ვერბალური და ციფრული კორესპონდენციის გაცნობას, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხერხების და საიმიჯო პროფილის დახვეწვას, კორპორაციული და ბიზნესეტიკეტის გაცნობიერებას.
სამიზნე ჯგუფი:
- დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის, საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკულად განხორციელებით დაინტერესებული ყველა პირი;
- საჯარო დაწესებულებებში საგარეო ურთიერთობების, დონორებთან თანამშრომლობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საორგანიზაციო სამსახურისა და პროტოკოლის მიმართულებით მოქმედი მოხელეები;
- საზღვარგარეთის ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო საჯარო მოხელეები;
- უცხოელ პარტნიორებთან მომუშავე კერძო სექტორში, ბიზნესში, კორპორაციულ და საბანკო სფეროში დასაქმებული პირები;
- აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
- დიპლომატიური პროტოკოლის წესებით ეფექტიანად მოქმედებას;
- საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური ცოდნის დაკავშირებას ყოველდღიურობასთან;
- ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების მომზადება-გაფორმებას;
- ბიზნესპროცესების უკეთ რეგულირებას, ადამიანებთან ურთიერთობას გარემოს შესაბამისი ტონით;
- საპროტოკოლო უფროს-უმცროსობის ცნების გააზრების შედეგად მათ დაცვას;
- სიმბოლიკის სტანდარტების დაცვით გამოყენებას;
- შეხვედრების, ღონისძიებების, კულტურული პროგრამების შედგენას უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით და გასტონომიული კულტურის პრაქტიკული ცოდნით;
- სამსახურებრივი მივლინების წარმატებულად განხორციელებას;
- დიპლომატიური კორესპონდენციის ოფიციალური წერითი, ზეპირი და დიგიტალური მიმოწერის სავარჯიშოების მაგალითებით გაუმჯობესებულ წარმოებას;
- თავიანთი პროფილის, იმიჯის, ოფიციალური დრესკოდის, სავიზიტო ბარათების დახვეწას, მეტად თავდაჯერებულ კომუნიკაციას საზოგადოებასთან და სოცმედიაში;
- კორპორაციული ეტიკეტის ასახვას საქმეში მოხელისთვის შესაფერისი კეთილსინდისიერების მაღალი ფასეულობებით.
ტრენინგის ღირებულება: 590 ლარი