გიორგი როსტიაშვილი

გიორგი როსტიაშვილი
გიორგი როსტიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს - შესაბამისობის აუდიტი, აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემა (AMS). ამავდროულად, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის წამყვანი აუდიტორი.
გიორგი როსტიაშვილს აქვს აუდიტის მიმართულებით 11 წლიანი გამოცდილება, ამასთან იგი ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და უკავია ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. მისი სამეცნიერო შრომები გამოქვეყნებულია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: გერმანია, პოლონეთი, ნიდერლანდები.
გიორგი აქტიურად არის ჩართული დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო პროექტებში (GIZ, USAID, GAO). სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელით იგი მონაწილეობს INTOSAI-IDI აუდიტორთა პროფესიული დახელოვნების პროექტში PESA, როგორც ეფექტიანობის აუდიტის მენტორი. ჩაბარებული აქვს საჯარო სექტორის აუდიტორის და ACCA გამოცდები. ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს.