გიორგი მამრიკიშვილი

გიორგი მამრიკიშვილი
გიორგი მამრიკიშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - შიდა აუდიტი მუნიციპალიტეტებისათვის. ამავდროულად, 2016 წლიდან ხელმძღვანელობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტს. 2012-2016 წლებში იყო ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2009-2012 წლებში - აუდიტორ-სტაჟიორი, შემდეგ კი, მუშაობდა აუდიტორად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე, 2007-2008 წლებში სხვადასხვა კერძო ორგანიზაციას საკონსტულაციო მომსახურებას, მათ შორის, საგადასახადო კონსულტაციას უწევდა. გარდა ამისა, ამზადებდა ბიზნესგეგმებსა და საგრანტო პროექტებს.
გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, ფინანსური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, საბანკო ზედამხედველობის, საგადასახადო აღრიცხვის, კორპორაციული მართვის და სხვა საკითხებზე. გიორგი მამრიკიშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს გაძლიერებული საბაკალავრო კურსი ფინანსების, საბანკო საქმისა და დაზღვევის სპეციალობით.