გვანცა ბესელია

გვანცა ბესელია
გვანცა ბესელია საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს - სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში, კეთილსინდისიერება და ინტერესთა კონფლიქტი საჯარო სამსახურში, ღირებულებები საჯარო სექტორში, ადამიანური რესურსების მართვა, ადამიანური კაპიტალის მართვა საჯარო სამსახურში.
2025 წლამდე გვანცა ბესელია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. 2016 წლიდან აკადემიურ საქმიანობას ახორციელებს და არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისიტენტ პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (შპაიერი) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი. აქვს როგორც მენეჯერული, ასევე მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება და ატარებს ტრენინგებს ადამიანური რესურსების მართვის, ეთიკისა და კეთილსინდისიერების, მართვისა და ლიდერობის საკითხებზე. არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.
გვანცა ბესელიას განათლება მიღებული აქვს გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტსა (შპაიერი) და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, და თსუ-სა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა. არის საჯარო მმართველობის მაგისტრი გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი.