განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ტრენინგი ჩატარდა

02 აპრილი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგი − „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი“.

სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარეს შემდეგი თემები: რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები, ორგანიზაციის მართვისა და კონტროლის მოდელები, აღმასრულებელი მენეჯმენტის რისკები, საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია და დაგეგმვა, რისკის მართვის კონცეპტუალური მოდელები, შიდა აუდიტის საქმიანობის შედეგიანობის მართვა და სხვ.

ტრენინგკურსი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 13 მსმენელი მონაწილეობდა.

კურსს უძღვებოდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი შალვა კიკნაძე, რომელიც ამავე დროს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ტრენინგი ჩატარდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ტრენინგი ჩატარდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია