აუდიტორ-ასისტენტებმა აუდიტის მართვის სისტემის (AMS) ტრენინგი გაიარეს

24 ივნისი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახლადდანიშნული აუდიტორ-ასისტენტებისთვის აუდიტის მართვის სისტემის (AMS) ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგებზე ახალგაზრდებმა სპეციალურ აუდიტორულ სისტემაში აუდიტის დადოკუმენტირებისა და მართვის ტექნიკები შეისწავლეს. ეს მათ საშუალებას მისცემს აუდიტის ჯგუფებში მუშაობისას უშუალოდ ჩაერთონ სამუშაო პროცესში.

ტრენინგები ოთხი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ცოცხალ სამუშაო გარემოში, ასევე პარალელურად- დისტანციური რეჟიმით. სასწავლო პროცესს 19 აუდიტორ-ასისტენტი ესწრებოდა. ისინი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ერთწლიანი სტაჟირების შემდეგ შეირჩნენ და აუდიტორ-ასისტენტის პოზიციაზე დასაქმდნენ.

ტრენინგკურსს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის აუდიტორი ეკა ჯალაღანია უძღვებოდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი გელა წიკლაური შეხვდნენ. მსმენელებმა ტრენინგებზე მიღებულ ცოდნაზე, ასევე აუდიტის ჯგუფებში ჩართულობაზე იასაუბრეს.

აუდიტორ-ასისტენტებმა აუდიტის მართვის სისტემის (AMS) ტრენინგი გაიარეს
აუდიტორ-ასისტენტებმა აუდიტის მართვის სისტემის (AMS) ტრენინგი გაიარეს
აუდიტორ-ასისტენტებმა აუდიტის მართვის სისტემის (AMS) ტრენინგი გაიარეს
© 2019 ყველა უფლება დაცულია