აუდიტორები ელექტრონულ სისტემაში აუდიტის მართვასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცნენ

02 მაისი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ქუთაისის ახალ სასწავლო ცენტრში პირველი ტრენინგები დაიწყო. ტრენინგი - „აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემა (AMS)” თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის ქუთაისის ოფისის თანამშრომლებისთვის ჩატარდა.

აუდიტორებს ტრენინგზე სისტემაში დანერგილი სიახლეები გააცნეს. კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი გიორგი როსტიაშვილი უძღვებოდა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ბათუმის სასწავლო ცენტრშიც გეგმავს ტრენინგების ჩატარებას.

აუდიტორები ელექტრონულ სისტემაში აუდიტის მართვასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცნენ
აუდიტორები ელექტრონულ სისტემაში აუდიტის მართვასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცნენ
აუდიტორები ელექტრონულ სისტემაში აუდიტის მართვასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცნენ
© 2019 ყველა უფლება დაცულია