აუდიტორები ელექტრონულ სისტემაში (AMS) აუდიტის მართვის პროცესს გაეცნენ

22 მარტი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებისთვის აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის (AMS) ტრენინგი დაასრულა.

ტრენინგზე მონაწილეებმა სპეციალურ აუდიტორულ სისტემაში აუდიტის დადოკუმენტირების, როლების განაწილების და მართვის ტექნიკები აითვისეს. ეს მათ საშუალებას მისცემს აუდიტის ჯგუფებში მუშაობისას უშუალოდ ჩაერთონ სამუშაო პროცესში.

ტრენინგი ექვსი დღის განმავლობაში ცოცხალ სამუშაო გარემოში მიმდინარეობდა. მას 40 მსმენელი სამ ჯგუფად დაესწრო. ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული მაგალითებით და მსმენელები ერთმანეთს უზიარებდნენ სავარჯიშოებს რეალური სამუშაო პრაქტიკიდან.

კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი გიორგი როსტიაშვილი უძღვებოდა. 

აუდიტორები ელექტრონულ სისტემაში (AMS) აუდიტის მართვის პროცესს გაეცნენ
აუდიტორები ელექტრონულ სისტემაში (AMS) აუდიტის მართვის პროცესს გაეცნენ
აუდიტორები ელექტრონულ სისტემაში (AMS) აუდიტის მართვის პროცესს გაეცნენ
© 2019 ყველა უფლება დაცულია