ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პროცესის
18 თებერვალი, 2015სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ქ.ქუთაისში აცხადებსმიღებასტრენინგ-კურსზე: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პროცესი.
კურსი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პროცესის შესწავლას და პრაქტიკული ცოდნის მიღებას აღნიშნული მიმართულებით.
აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
პროგრამის აღწერა:
- საბიუჯეტო მოწყობის ზოგადი პრინციპები;
- საქართველოს საბიუჯეტო მოწყობის ისტორია;
- ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება;
- შემოსულობების განსაზღვრის პრინციპები და ვალდებულებები;
- ფინანსთა სამინისტროს ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებაში;
- ბიუჯეტის პროექტის წარდგენა;
- ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
- ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება;
- ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი;
- ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
სრული კურსის ხანგრძლივობა: 2 მარტიდან- 24 აპრილამდე
სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი
ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი
კურსის ღირებულება: 350 ლარი
რეგისტრაციის თარიღებია: 2015წლის 17 თებერვლიდან - 25 თებერვლის ჩათვლით
სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად გადმოაგზავნეთ პირადობის მოწმობის ასლი (ან პასპორტის ასლი) და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლიშემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - pai@sao.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: (995 32) 2438 181