„ადამიანური კაპიტალის მართვის“ ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის
07 მარტი, 2025საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო სექტორის სხვადასხვა უწყების თანამშრომლებისთვის ტრენინგი „ადამიანური კაპიტალის მართვა საჯარო სამსახურში“ ჩატარდა.
ტრენინგკურსის მიზანია დაეხმაროს საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ადამიანური კაპიტალის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ გააზრებაში, ასევე გაუზიაროს ცოდნა კვალიფიციური კადრების მოზიდვის, დასაქმების, შენარჩუნებისა და განვითარების სტრატეგიებზე.
ტრენინგი შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შპს „საქართველოს მელიორაციის“, ზუგდიდისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგს უძღვებოდა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი გვანცა ბესელია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც HR მართვის სფეროში, ასევე სასწავლო პროგრამების წარმართვის მიმართულებით.