IPSAS-ის ტრენინგკურსი 21-მა საჯარო მოხელემ გაიარა
04 აპრილი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტში დასრულდა ტრენინგკურსი - „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად“.
ტრენინგს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, ზუგდიდის, ყაზბეგის და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მონაწილეებმა თეორიული ცოდნა გაიღრმავეს ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე.
ტრენინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი ანა ბურდიაშვილი უძღვებოდა. მან თეორიულ მასალასთან ერთად მსმენელებს პრაქტიკული მაგალითებიც წარუდგინა და ჯგუფმა ინტერაქციულ რეჟიმში განიხილა კონკრეტული შემთხვევები, რომელიც ფინანსური ანგარიშგების ფორმების შევსებას, საკანონმდებლო მოთხოვნებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა.
ტრენინგი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა.
