17-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა

04 მარტი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ მორიგი ონლაინკურსი დაასრულა.

დისტანციური კურსი კორპორატიული თანამშომლობის ფარგლებში ამჯერად თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის გაიმართა.

სასწავლო კურსი ოთხ მოდულს მოიცავდა: საჯარო სამსახურის ეთიკა, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

ტრენინგკურსი 19 თებერვალს დაიწყო და 1 მარტს დასრულდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

 17-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია