შეხვედრა IBSU-ს სტუდენტებთან
14 დეკემბერი, 2023პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
პრეზენტაცია საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა წარადგინა, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მისიასა და საქმიანობაზე ისაუბრა.
სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატის, სამუშაო სპეციფიკისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. ასევე, პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო ის ტრენინგკურსები და აქტივობები, რასაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის და აუდიტის სფეროს პოპულარიზაციისთვის ახორციელებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მას სტუდენტებთან ერთად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი იაშა მურვანიძე ესწრებოდა.