ტრენინგკურსი - „სახაზინო პროგრამების სიახლეები“ დასრულდა

01 დეკემბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი „სახაზინო პროგრამების სიახლეები“ დაასრულა.

ტრენინგკურსი ჰიბრიდულ რეჟიმში ორი დღე მიმდინარეობდა. ექვსსათიანი მოდულის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ ელექტრონულ ხაზინაში მუშაობის სპეციფიკებს, მათ შორის გადახდის პროცედურებს, საგადასახადო მოთხოვნებს, სავალუტო პროცედურებს, წინასწარ გადახდებს და დამოწმებებს, ასევე მიზნობრივი გრანტებისა და მობრუნებული თანხების მართვას.

სასწავლო კურსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და მთავრობის ადმინისტრაციის 10 თანამშრომელი ესწრებოდა.

ტრენინგს სფეროს ექსპერტი, ეკონომიკის დოქტორი სოფიო ნემსაძე უძღვებოდა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მენეჯერულ პოზიციას იკავებს.

ტრენინგკურსი - „სახაზინო პროგრამების სიახლეები“ დასრულდა
ტრენინგკურსი - „სახაზინო პროგრამების სიახლეები“ დასრულდა
ტრენინგკურსი - „სახაზინო პროგრამების სიახლეები“ დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია