ტრენინგკურსი „ბიზნესპროტოკოლი და საერთაშორისო ურთიერთობები" დასრულდა
28 თებერვალი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მსმენელებს სასწავლო კურსი - „ბიზნესპროტოკოლი და საერთაშორისო ურთიერთობები“ შესთავაზა.
ტრენინგკურსი განკუთვნილია დიპლომატიური პროტოკოლითა და ეტიკეტით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების თანამშრომლებისთვის, ვისაც პრაქტიკულ საქმიანობაში უწევს პროტოკოლით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება.
ტრენინგკურსზე მსმენელები სხვადასხვა აქტუალურ საკითხს და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნენ: დიპლომატიური პროტოკოლი და მასთან დაკავშირებული აქტივობები, ვიზიტების კატეგორიები და ძირითადი კომპონენტები,ღონისძიებების დაგეგმვა და სხვა.
სასწავლო კურსს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, განათლების საერთაშორისო ცენტრის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 18 თანამშრომელი ესწრებოდა.
კურსს უძღვებოდა ნინო კერესელიძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რომელსაც პედაგოგიური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
