ტრენინგი - „სისტემური აუდიტი“ 19-მა საჯარო მოხელემ გაიარა

18 მარტი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში ახალი ტრენინგკურსი - „სისტემური აუდიტი“ ჩატარდა. 

ტრენინგი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას 20-მდე მსმენელი ჰყავდა, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, რუსთავის, ჩოხატაურის, ონის, მესტიის, ყაზბეგისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიების თანამშრომლები.

სასწავლო მოდულის მიზანია აუდიტორები გაეცნონ სისტემური აუდიტის განხორციელების თითოეულ ეტაპს და პრაქტიკული ცოდნა ჰქონდეთ აუდიტის სრული ციკლის სამართავად. ტრენინგის მიმდინარეობისას მსმენელები გაეცნენ სისტემური აუდიტის განხორციელების გზებს, მეთოდებს, მიდგომებს, შერჩევის ტექნიკებს და ტესტირების სტრატეგიებს. ასევე აუდიტის ეტაპების მიხედვით განიხილეს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების რელევანტური მოთხოვნები აუდიტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით.

კურსის ასევე მოიცავდა პრაქტიკული მაგალითების განხილვას და მსმენელთა ინტერაქციულ ჩართულობას.

ტრენინგს აუდიტორი გურამ დუმბაძე უძღვებოდა. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორულ პოზიციებზე მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს,  ამჟამად კი  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსია.

ტრენინგი - „სისტემური აუდიტი“ 19-მა საჯარო მოხელემ გაიარა
ტრენინგი - „სისტემური აუდიტი“ 19-მა საჯარო მოხელემ გაიარა
ტრენინგი - „სისტემური აუდიტი“ 19-მა საჯარო მოხელემ გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია