საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „ადამიანის უფლებათა დაცვა“ დაასრულა

19 დეკემბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით ტრენინგკურსი „ადამიანის უფლებათა დაცვა“ დასრულდა.

ტრენინგზე მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია   ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფუნქციონირების, მუშაობის პრინციპების, საქმისწარმოების ეტაპებისა და პრაქტიკული ასპექტების მიმართულებით.

ტრენინგკურსი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და 6 სატრენინგო საათს მოიცავდა. ტრენინგკურსს იუსტიციის სამინისტროს  - საერთაშორისო სასამართლოების სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი უძღვებოდა.

ტრენინგი კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მას მთავრობის ადმინისტრაციის რვა თანამშრომელი ესწრებოდა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „ადამიანის უფლებათა დაცვა“ დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია