საჯარო აუდიტის ინსტიტუტი რუსთავის მერიის თანამშრომლებისათვის ტრენინგებს განაგრძობს
15 დეკემბერი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის მორიგ თემატურ ტრენინგს გაუწია ორგანიზება. ამჯერად უწყების 10 თანამშრომლისათვის „სამოქალაქო შენობების ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის“ ტრენინგკურსი ჩატარდა.
ორდღიან ტრენინგკურსზე მსმენელები გაეცნენ სამოქალაქო შენობების ინფრასტრუქტურული პროექტების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, სამოქალაქო მშენებლობის ნორმების და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების ჩარჩოებს.
ტრენინგს თბილისის განვითარების ფონდის საინჟინრო ტექნიკური სამსახურის უფროსი პავლე სამსონაშვილი უძღვებოდა.