საჯარო აუდიტის ინსტიტუტის შეხვედრა SEU-ს სტუდენტებთან
17 ივნისი, 2019ღია კარის დღის ფარგლებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის“ საზაფხულო მიღება გამოაცხადა და სტუდენტებს ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები გააცნო.
პრეზენტაცია საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა და სერტიფიცირებისა და ტრენინგების განვითარების სამსახურის უფროსმა თინათინ სიყმაშვილმა წარადგინეს.
პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით და გაიარონ სერტიფიცირების კურსი.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა.