საპრეტენზიო და საგამოცდო კომისიების გადაწყვეტილება

01 თებერვალი, 2019

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ 2019 წლის 29 იანვარს განიხილა 3 კანდიდატის ( სოსო ზარქუა, ვლადიმერ სიხარულიძე, ნიკა მუხაშავრია) საპრეტენზიო განაცხადები, რომელთა განხილვის შედეგად საპრეტენზიო კომისიამ მხოლოდ ერთი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისად, საპრეტენზიო განაცხადის წარმომდგენთაგან ვერცერთმა ვერ გადალახა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი. 

ზემოაღნიშნული შედეგები საბოლოო სახით 2019 წლის 31 იანვარს  დამტკიცდა ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის სხდომაზე, რის შემდეგაც ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება.

სერტიფიცირების საბოლოო შედეგების დამტკიცების ბრძანება

სერტიფიცირების საბოლოო შედეგების ბრძანების დანართი

© 2019 ყველა უფლება დაცულია