სალომე ვერულაშვილი

სალომე ვერულაშვილი
სალომე ვერულაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგ კურსებს - პროექტების მართვა საჯარო სექტორში,PMP® გამოცდისთვის მოსამზადებელი მენტორინგ კურსი.
მას აქვს პროექტების მართვის, სტრატეგიული ანალიზისა და კომუნიკაციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის სამსახურის ანალიტიკოსად. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს სტრატეგიული დოკუმენტების შედგენას, წლიური ანგარიშების მომზადებას, აუდიტის გეგმების შემუშავებასა და ორგანიზაციის ეფექტიანობის შეფასებას.
2019-2021 წლებში სალომე ხელმძღვანელობდა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის აპარატს. მან წარმატებით განახორციელა კომისიის მიზნების მისაღწევად საჭირო პროექტები.
სალომე ვერულაშვილი ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ბაკალავრის ხარისხს. არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org) და საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი.