საბიუჯეტო კანონმდებლობა
ტრენინგკურსი ეხება საბიუჯეტო კანონმდებლობას და მოიცავს ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვის, საბიუჯეტო პროცესის, საბიუჯეტო კლასიფიკაციისა და პროგრამული ბიუჯეტირების საკითხებს, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საფუძველზე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას მონაწილეებისათვის. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება საბიუჯეტო პროცესის ეტაპებზე დაშვებული ძირითადი სისტემური ხასიათის ხარვეზები.
ტრენინგკურსის მიზანი:
სასწავლო მოდულის მიზანია, მისცეს მონაწილეებს პრაქტიკული ცოდნა საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ. კერძოდ, გააცნოს ბიუჯეტის არსი და სტრუქტურა, საბიუჯეტო პროცესის ეტაპები, ბიუჯეტის მომზადების, შესრულებისა და ანგარიშგების პროცესში მოსამზადებელი დოკუმენტაცია, საბიუჯეტო კლასიფიკაცია, პროგრამული ბიუჯეტირება და ფისკალური წესები.
მიზნობრივი ჯგუფი:
საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბიუჯეტისა და დაგეგმვის პროცესის მონაწილე სტრუქტურული ერთეულები ან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები; ამ დარგში მომუშავე და დაინტერესებული ყველა რანგის საჯარო მოხელე.
სწავლების შედეგები და კომპეტენციები:
სასწავლო კურსის გავლის შედეგად საჯარო მოხელემ იცის:
• საბიუჯეტო კოდექსი;
• საბიუჯეტო კლასიფიკაცია;
• ბიუჯეტის კანონი;
• საბიუჯეტო სისტემა და მისი მონაწილეების უფლება-მოვალეობები;
• საბიუჯეტო პროცესის თითოეული ეტაპი;
• საბიუჯეტო პროცესში მოსამზადებელი დოკუმენტაცია;
• ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა;
• ბიუჯეტის დეფიციტისა და ბალანსის გამოთვლა;
• სახელმწიფო/მთავრობის ვალი და მისი კომპონენტები;
• ფისკალური წესების არსი და ტიპები.
ტრენინგის ღირებულება: 450 ლარი