პროექტების მართვა საჯარო სამსახურში

ტრენინგი პროექტების მართვა საჯარო სექტორში მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის   პროექტის მართვის სრული ციკლის (ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და დახურვა)  შესახებ ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაიუმჯობესონ უნარები და გამოიყენონ ისინი საჯარო სექტორში.

ტრენინგი ორიენტირებულია იმ თანამედროვე მიდგომების და ინსტრუმენტების შესწავლაზე, რომლებიც ხელს უწყობენ საჯარო ორგანიზაციებს, რომ:
•    ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები;
•    მაქსიმალურად გამოიყენონ არსებული რესურსები;
•    მიაღწიონ შედეგების მაღალ სტანდარტს და უზრუნველყონ მათი ობიექტური შეფასება.

ტრენინგის პროგრამა დაფუძნებულია PMBOK® Guide-ის უახლეს სტანდარტებზე და აერთიანებს:
•    თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ მაგალითებს;
•    გუნდურ მუშაობას;
•    რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებულ აქტივობებს;
•    ინტერაქციული სწავლების მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობს მონაწილეებს  მიიღონ ინოვაციური გადაწყვეტილებები.

ტრენინგი ხელს შეუწყობს,  არა მხოლოდ ტექნიკური უნარების განვითარებას, არამედ საჯარო სექტორში პროექტის მართვის პროცესის სისტემური და ეფექტიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ  ცოდნას, რაც დაეხმარება მათ საპროექტო პროცესების უკეთ დაგეგმვმაში, რისკების მართვასა და მაქსიმალური შედეგების მიღწევაში.

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი:
ტრენინგი განკუთვნილია საჯარო მოხელეებისთვის, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საჯარო პროექტების მართვის უნარების გაუმჯობესებით.

ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ:
•    საჯარო სექტორის სპეციფიკაზე მორგებული პროექტების ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებას;
•    პროექტის დოკუმენტაციის სწორად შექმნას;
•    რისკების მართვასა და პროექტის შედეგების შეფასებას.

ტრენინგის ღირებულება: 690 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია