პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი

2024 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის ძირითადი მიზანია პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების დაცვა.
კანონი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ ახალ ვალდებულებებს, რომლებიც ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორზე. კანონით გაიზარდა მონაცემთა სუბიექტის უფლებები და გაფართოვდა მათი დაცვის გარანტიები. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი ივნისიდან საჯარო დაწესებულებებსა და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ვალდებულება დაეკისრათ. 

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, მონაცემთა სუბიექტის უფლებების ჯეროვანი დაცვის უზრუნველსაყოფად, არსებითად მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასწავლო კურსი კი დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას გაიაზრონ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების ვალდებულებების არსი და გადამზადდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციისთვის. 

ტრენინგკურსის მიზანია:
•    „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობა;
•    მონაცემთა დამუშავების პროცესში დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთა  ვალდებულებების განმარტება;
•    ორგანიზაციაში დასანერგი ახალი მექანიზმების განხილვა, მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით;
•    პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციისთვის მონაწილეთა გადამზადება. 

ტრენინგკურსი განკუთვნილია:
როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული პირებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციით ან ჩართულნი არიან მონაცემთა დამუშავების პროცესში; ასევე, ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებით.  

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
•    „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების წარმართვას;
•    ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საჭირო დოკუმენტაციის შედგენას;
•    მონაცემთა დამუშავების წესების დარღვევის იდენტიფიცირებას და შემდგომი ღონისძიებების გატარებას;
•    მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების განსაზღვრას და მის განხორციელებას;
•    მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტი) გამოვლენას და სათანადო ზომების მიღებას.
 

ტრენინგის ღირებულება: 1200 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია