მედიაციის, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და ეფექტიანი გადაწყვეტის მექანიზმის როლი შიდაორგანიზაციულ სისტემაში

ტრენინგის მიზანია საჯარო მოსამსახურეებში აამაღლოს ცნობიერება შრომით ურთიერთობებში კონფლიქტის პრევენციის ეფექტიანი მეთოდების, გამოსაყენებელი სტრატეგიების, შემათანხმებელი პროცედურების მნიშვნელობის შესახებ, გააძლიეროს მენეჯერთა ის უნარები, რომელიც უკავშირდება სტრატეგიული მოლაპარაკებების მართვასა და კონლფიქტის მხარეთა თავსებადი ინტერესების გამოვლენისა და განხორციელების ამოცანებს. კურსის მიზანია ასევე საჯარო მოსამსახურეებს შესძინოს ცოდნა მედიაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების განმტკიცებული უახლესი საკანონმდებლო გარანტიების,  მედიაციის პროცესის ძირითადი სტადიებისა და პროცესის წარმართვის დროს გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის შესახებ.  

ტრენინგკურსის მიზანია:

•   საჯარო მოხელეებს შესძინოს ცოდნა მედიაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების განმტკიცებული უახლესი საკანონმდებლო გარანტიების შესახებ; 
•   მედიაციის პროცესის ძირითადი სტადიებისა და პროცესის წარმართვის დროს გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის შესახებ. 

სამიზნე ჯგუფი: 

  • საჯარო მოხელეები;
  • HR მენეჯერები;


ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები დაეუფლებიან შემდეგ კომპეტენციებს:

  • მედიაციის ნორმატიული პრინციპების, სასამართლო და კერძო მედიაციის საკანონმდებლო გარანტიების, მედიაციის პროცესუალური საკითხების და მედიაციის მექანიზმის გამოყენების წინაპირობებისა და უპირატესობების შესახებ ცოდნა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის ტექნიკების გამოყენების მნიშვნელობის გაცნობიერება კონფლიქტის პრევენციისა და გრძელვადიანი ინსტიტუციური თუ ინდივიდუალური ინტერესების დაცვის პროცესში;
  • მედიატორთა კომპეტენციის ჩარჩო დოკუმენტით გათვალისწინებული ურთიერთოების, პროცესის მართვისა და დავის შინაარსის მართვის ძირითადი პროფესიული უნარ-ჩვევების ეფექტიანი გამოყენება მოლაპარაკების პროცესში;
  • პროფესიული როლის მნიშვნელობის გაცნობიერება დავათა მშვიდობიანი რეგულირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის რეალიზების პროცესში.  
     

ტრენინგის ღირებულება: 550 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია