თორნიკე შერმადინი

თორნიკე შერმადინი
თორნიკე შერმადინი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსებს - ფინანსური აუდიტი; შესაბამისობის აუდიტი; ფინანსური თაღლითობა და კორუფცია - პრევენცია, გამოვლენა და კონტროლი. ამავდროულად, 2010 წლიდან მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და ხელმძღვანელობს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტს. 2006-2010 წლებში იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ernst & Young-ის უფროსი აუდიტორი. აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება. იყო საქართველოს ბანკის უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი.
თორნიკე შერმადინი უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) სერტიფიცირებული ტრენერია, არის INTOSAI-ს შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტის წევრი და შესაბამისობის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების თანაავტორი. მონაწილეობდა ლუქსემბურგში, ესპანეთსა და ბელგიაში ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ (ECA) წარმართულ აუდიტორულ პროცესებში.
თორნიკე შერმადინის ჩართულობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მომზადდა ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო, შემუშავდა ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა და ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო. იგი იყო მთავარი მრჩეველი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციონალური განვითარების მიზნით ევროკავშირის, გერმანიის და პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ორწლიან პროექტში.
თორნიკე შერმადინი, როგორც ფინანსური აუდიტის საერთაშორისო ექსპერტი, მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანაში მეთოდური სახელმძღვანელოების, ასევე აუდიტორთათვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში.
თორნიკე შერმადინი ფლობს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს. არის ფინანსების სპეციალობით კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული.