თეკლა ონიანი

თეკლა ონიანი

თეკლა ონიანი

თეკლა ონიანი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

ამავდროულად, 2019 წლიდან მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და არის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი. 2012-2016 წლებში იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია EY-ის უფროსი აუდიტორი. იყო ალტეს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტების ლექტორი.
 
თეკლა ონიანმა აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ვაშინგტონის ოფისში (GAO) პროფესიული დახელოვნების პროგრამა გაიარა. მისი ჩართულობით, მომზადდა საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების სახელმძღვანელო. 

თეკლა ონიანი ასევე არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის - სერტიფიცირებული ბუღალტრების და აუდიტორების განგრძობითი განათლების პროგრამის ტრენერი. 

თეკლა ონიანი ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, მოიპოვა Erasmus+ სტიპენდია და გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში (Alma Mater Sadiorum, ბოლონია, იტალია). თეკლა, ფინანსების სპეციალობით თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულია.

© 2019 ყველა უფლება დაცულია