ზაზა შეყილაძე

ზაზა შეყილაძე

ზაზა შეყილაძე

ზაზა შეყილაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში. ამავდროულად, 2014 წლიდან ხელმძღვანელობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს. 2002-2008 წლებში კი, მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (კონტროლის პალატაში) მთავარი კონტროლიორის თანამდებობა ეკავა. 

2008-2014 წლებში, საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა. 

ზაზა შეყილაძეს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 1994 -1996 წლებში, ის სს „აგრომრეწვბანკის“ ყვარლის განყოფილების მმართველი იყო, 1996–2000 წლებში კი, სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გურჯაანის რეგიონალურ ფილიალს ხელმძღვანელობდა.

1991-1994 წლებში ზაზა შეყილაძეს ყვარლის რაიონის გამგეობაში ხელმძღვანელი თანამდებობები (პრეფექტის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე) ეკავა, 1988-1991 წლებში კი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო.

1980-1985 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობაზე, 1985-1988 წლებში კი, მაკროეკონომიკის მიმართულებით დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.

© 2019 ყველა უფლება დაცულია