გვანცა გაბაიძე

გვანცა გაბაიძე
გვანცა გაბაიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი.
გვანცას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიმართულებით. ხოლო, ხუთი წლის განმავლობაში იგი საქმიანობდა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში, სადაც ჩართული იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არაერთი სამართლებრივი აქტის შემუშავებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესში. ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე, მისი მონაწილეობით ათობით კვლევა, სახელმძღვანელო დოკუმენტი თუ რეკომენდაციები მომზადდა. ამჟამად გვანცა საქმიანობს კერძო სექტორში და მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურებას უწევს არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას.
გვანცას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი. იგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალიზაციით მრავალ პროექტსა და პროფესიულ სასწავლო კურსში მონაწილეობდა. გვანცა არის არაერთი აკადემიური ნაშრომისა და შედარებითსამართლებრივი კვლევის ავტორი, ასევე, აქტიურად ატარებს ტრენინგებს ამავე მიმართულებით.