ქარ ENG

Call Us: 032 2 054 615 Email Us: sai@sao.ge

ტრენინგები

ტრენინგების კატალოგი | ტრენინგების განრიგი

ტრენინგების კატალოგი

MS Excel − Upper Intermediate

ყველა კურსი

სფერო: საოფისე პროგრამები

ტრენერები: გიორგი ხითარიშვილი

კურსის ღირებულება: 250

დაწყების თარიღი: 09.12.2019

დასრულების თარიღი 26.12.2019

საათების რაოდენობა 16 სესია (16 საათი)

კურსის აღწერა

კურსი მოიცავს Excel-ის მთავარი ფუნქციებისა და ფორმულების შესწავლას სრული სახით და მათ გამოყენებას კომპლექსური ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან Excel-ის პარამეტრების საკუთარი მოთხოვნების მიხედვით რედაქტირებას. სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელმა შეძლოს ფინანსური და მენეჯერული პრობლემების გადაჭრისას, რთული და არასრული მონაცემების დამუშავების დროს, Excel-ის ფუნქციებისა და ფორმულების ოპტიმალური გამოყენება, რაც მოიცავს: ბაზების შექმნას, ბაზების დამუშავებას, ფორმატირებას, პირობით ფორმატირებას, ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებასა და უჯრებს შორის კავშირების შექმნა/რედაქტირებას.

მიზნობრივი აუდიტორია, ვისთვისაც ტრენინგია განკუთვნილი

  • აქვს საბაზისო ცოდნა და სურს ცოდნის გაღრმავება;
  • შეხება აქვს MS Excel-თან და სურს პროცესის გამარტივება და დახარჯული დროის შემცირება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • Excel-ის პარამეტრების სურვილისამებრ რედაქტირებას;
  • იმ ტიპური, კომპლექსური პრობლემების დახასიათებას, რომელთა გადაწყვეტა შეუძლია Excel-ს;
  • ძირითადი მათემატიკური, სტატისტიკური, ლოგიკური, ტექსტური, თარიღისა და დროის, ძებნა/დაკავშირების და სივრცითი ფორმულების გამოყენებას;
  • მონაცემთა ბაზების შექმნას, რედაქტირებას, მოწესრიგებასა და მათზე სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებას;
  • რაოდენობრივი ინფორმაციის დამუშავებას და დიაგრამების, გრაფიკების, საშუალებით შედეგების ინტერპრეტირებას პროგრამა Excel–ის საშუალებით;
  • Excel-ის საშუალებით აგებულ გადაწყვეტილებათა ხის საფუძველზე ალტერნატივების კრიტიკული ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას;
  • არასტანდარტული დავალებების დროს სივრცითი ფორმულების (CTRL+SHIFT-ENTER) გამოყენებას.

ტრენერის შესახებ

გიორგი ხითარიშვილი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წამყვანი აუდიტორია.

2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით, სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. 2017 წლიდან ატარებს Excel-ის როგორც საბაზისო (Basic), ისე პროფესიონალურ (Upper Intermediate) ტრენინგებს. ჩატარებული აქვს PowerPoint-ისა და აუდიტის მართვის პროგრამის MKinsight-ის ტრენინგები.

კოორდინატები:

Email: sai@sao.ge

Phone: 032 2 054 615

რეგისტრაცია

2019 წლის 8 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

sai@sao.ge

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში: 707727122

დღის წესრიგის ჩამოტვირთვა