ქარ ENG

Call Us: 032 2 054 615 Email Us: sai@sao.ge

ტრენინგები

ტრენინგების კატალოგი | ტრენინგების განრიგი

ტრენინგების კატალოგი

„რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი“ - პრაქტიკული კურსი საჯარო და კერძო სექტორის აუდიტორებისთვის

ყველა კურსი

სფერო: შიდა აუდიტი

ტრენერები: შალვა კიკნაძე

კურსის ღირებულება: 450

დაწყების თარიღი: 09.12.2019

დასრულების თარიღი 27.12.2019

საათების რაოდენობა 29

კურსის აღწერა

სასწავლო კურსის მიზანია, რომ მოქმედი და მომავალი შიდა აუდიტორები გაეცნონ შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და ტექნიკებს, შეძლონ სხვადასხვა შიდააუდიტორული საქმიანობის შესრულება ინდივიდუალური მომსახურების გაწევის მთელი ციკლის განმავლობაში და წარმოაჩინონ შიდა აუდიტის მიერ შექმნილი შიდაორგანიზაციული სარგებელი.

კურსის განმავლობაში მონაწილეები შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად გაეცნობიან საუკეთესო პრაქტიკებს/მაგალითებს, რომელიც ადაპტირებული იქნება ქართულ რეალობასთან.

შედეგები

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ:

  • როგორც საკუთარი, ისე სხვა ორგანიზაციის შიდა აუდიტის სუბიექტის დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, ხარისხისა და შედეგიანობის შეაფასებას;
  • ორგანიზაციული კონტექსტის შესაბამისი შიდააუდიტორული მომსახურების წლიური და მრავალწლიანი გეგმის შემუშავებასა და დანერგვას;
  • ინდივიდუალური შიდააუდიტორული მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების დაგეგმვასა და სათანადო აუდიტორული ინსტრუმენტების გამოყენებას.

სამიზნე აუდიტორია

  • I- II კატეგორიის საწარმოების შიდა აუდიტის მენეჯერები და შიდა აუდიტორები;
  • საჯარო დაწესებულებების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
  • საჯარო დაწესებულებების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოადგილეები;
  • საჯარო დაწესებულებების მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
  • საჯარო დაწესებულებების I, II და III კატეგორიის უფროსი და წამყვანი კატეგორიის სპეციალისტები (შიდა აუდიტორები).
  • ტრენერის შესახებ

    შალვა კიკნაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

    აქვს 25-წლიანი გამოცდილება საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკისა და პროკურიმენტის მიმართულებით. წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში საწარმოთა ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმაში და ხელმძღვანელობდა საქართველოში პროფესიონალ ბუღალტერთა მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამას. ასევე, გერმანული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკას გადიოდა უმსხვილეს გერმანულ პროფესიულ და საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორულ ორგანიზაციებში.

    ამასთანავე, არის რამდენიმე წიგნისა და ნაშრომის ავტორი შიდა კონტროლის, რისკის მართვის, კორპორაციული მმართველობისა და შიდა აუდიტის საკითხებზე.

    კოორდინატები:

    Email: sai@sao.ge

    Phone: 032 2 054 615

    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია: 2019 წლის 8 დეკემბრამდე

    სასწავლო კურსის ღირებულება: 450 ლარი

    საბანკო რეკვიზიტები:

    მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

    მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

    ბანკის კოდი: TRESGE22

    მიმღების ანგარიში: 707727122

    დღის წესრიგის ჩამოტვირთვა