ქარ ENG

Call Us: 032 2 054 615 Email Us: sai@sao.ge

ტრენინგები

ტრენინგების კატალოგი | ტრენინგების განრიგი

ტრენინგების კატალოგი

ხარისხის კონტროლი და პროცესების მართვა

ყველა კურსი

სფერო: ხარისხის მართვა

ტრენერები: თინათინ კობერიძე

კურსის ღირებულება: 690

დაწყების თარიღი: 18.11.2019

დასრულების თარიღი 02.12.2019

საათების რაოდენობა 15

კურსის აღწერა

სასწავლო კურსის მიზანია ხარისხის კონტროლისა და პროცესების განვითარების ხელშეწყობა და ეფექტური მექანიზმების მსმენელთათვის გაცნობა. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან როგორც ხარვეზებისა და პრობლემების პრევენციის თანამედროვე მეთოდოლოგიას, ისე პროცესების ოპტიმიზაციისა და სტატისტიკური კონტროლის გზებს, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის მეთოდებს და მათი პრეტენზიების მართვისა თუ უკუკავშირის მიღების საშუალებებს.

შედეგები

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ:

  • ორგანიზაციის ხარისხის კონტროლისა და განვითარების პოლიტიკის შედგენას;
  • ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვის პროექტის შემუშავებას და მის ხელმძღვანელობას;
  • ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების შეფასებას, ანალიზს, მათი განვითარების გეგმის მომზადებასა და პროცესების ოპტიმიზაციის პროექტში მონაწილეობას;
  • სისტემური ხარვეზების აღმოჩენისა და მათი პრევენციის სისტემების დანერგვას;
  • ხარისხის განვითარების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას ან ხელმძღვანელობას;
  • უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიების მართვის პროცესისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებას;
  • ორგანიზაციაში განსახორციელებელი პროცესებისა და პროცედურების სტანდარტის, პროცესების რუკის მომზადებას.

სამიზნე აუდიტორია

• ხარისხის მართვასა და კონტროლში ჩართული მენეჯერი/სპეციალისტი;

• კლიენტების მომსახურებაში ჩართული სამსახურის/სტრუქტურული ერთეულის მენეჯერი (სამსახურის და ჯგუფის უფროსი/მენეჯერი);

• პროცესების, პროცედურების, მომსახურების სტანდარტების და პროდუქტის შექმნაში ჩართული მენეჯერი/სპეციალისტი.

ტრენერის შესახებ

თინათინ კობერიძე - GPI ჰოლდინგის პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების განყოფილების უფროსია.

აქვს ხარისხის კონტროლისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მიმართულებით 9-წლიანი, ხოლო პროდუქტების განვითარებისა და პროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებით − მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება (LEAN მეთოდოლოგიის გამოყენებით).

ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და სტერლინგის ბიზნეს-სკოლის (აშშ) LEAN SIX SIGMA-ს ყვითელ ქამარს.

კოორდინატები:

Email: sai@sao.ge

Phone: 032 2 054 615

რეგისტრაცია

რეგისტრაცია: 2019 წლის 17 ნოემბრამდე

სასწავლო კურსის ღირებულება: 690 ლარი

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში: 707727122

დღის წესრიგის ჩამოტვირთვა