ქარ ENG

Call Us: 032 2 054 615 Email Us: sai@sao.ge

ტრენინგები

ტრენინგების კატალოგი | ტრენინგების განრიგი

ტრენინგების კატალოგი

მონაცემთა ვიზუალიზაცია

ყველა კურსი

სფერო:

ტრენერები: გიორგი ჩაკვეტაძე

კურსის ღირებულება: 295

დაწყების თარიღი: 21.10.2019

დასრულების თარიღი 04.11.2019

საათების რაოდენობა 18

კურსის აღწერა

სასწავლო კურსის მიზანია მონაცემთა ვიზუალიზაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა და ანალიზის შედეგების ეფექტური წარმოდგენის ხელსაწყოების/საშუალებების მსმენელებისთვის გაცნობა.

კურსი მოიცავს მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის სფეროში გამოყენებულ თანამედროვე მეთოდოლოგიებსა და გამოცდილებას.

შედეგები

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ:

  • დიაგრამების სწორად შერჩევას, წარმოდგენასა და გაფორმებას;
  • სხვადასხვა ტიპის დიაგრამების საშუალებით მონაცემთა გაანალიზებას;
  • ტრენდების, ურთიერთკავშირებისა და გამონაკლისების იდენტიფიცირებას;
  • საკუთარი საქმიანობის ფარგლებში მონაცემთა ეფექტური ვიზუალიზაციების შექმნას და წარმოდგენას როგორც სტანდარტული (Microsoft Excel), ასევე სხვა თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით.

ამასთანავე, მსმენელები გაეცნობიან ინტერაქციული დეშბორდების, გეოგრაფიული ვიზუალიზაციების, კავშირების ანალიზის, პროცესების ვიზუალიზაციისა და ინფოგრაფიკების შედგენის ძირითად პრინციპებსა და ხელსაწყოებს.

სამიზნე აუდიტორია

• საჯარო, არასამთავრობო, მედია ან კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული მონაცემთა ანალიზის, ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების, რეპორტების, ბლოგების, პრეზენტაციების და ვიზუალიზაციების მომზადების პროცესში;

• ყველა დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს შეისწავლოს მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია, გაეცნოს ამ სფეროში გამოყენებულ თანამედროვე მეთოდოლოგიასა და გამოცდილებას.

ტრენერის შესახებ

გიორგი ჩაკვეტაძე - ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

ანალიტიკური პორტალის ბიუჯეტის მონიტორის ერთ ერთი ავტორი და „დიდ მონაცემთა ანალიტიკა უკეთესი მმართველობისათვის“ პროექტის მენეჯერი.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრი.

„მონაცემთა მეცნიერებაში“ (Data Science) ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების პროფესიული სერტიფიცირების მფლობელი.

საჯარო ფინანსების მართვასა და საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული პუბლიკაციების: „შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირება“, „ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი“, „ფისკალური შეზღუდვები“ ავტორი.

წლების განმავლობაში გახლდათ მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში, ეკონომიკის პრინციპების, მიკრო და მაკრო ეკონომიკის მიმართულებით.

კოორდინატები:

Email: sai@sao.ge

Phone: 032 2 054 615

რეგისტრაცია

რეგისტრაცია: 2019 წლის 20 ოქტომბრამდე

სასწავლო კურსის ღირებულება: 295 ლარი

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში: 707727122

დღის წესრიგის ჩამოტვირთვა