ქარ ENG

Call Us: 032 2 054 615 Email Us: sai@sao.ge

ტრენინგები

ტრენინგების კატალოგი | ტრენინგების განრიგი

ტრენინგების კატალოგი

სახელმწიფო შესყიდვები

ყველა კურსი

სფერო: სახელმწიფო შესყიდვები

ტრენერები: ზურაბ მაისურაძე

კურსის ღირებულება: 280

დაწყების თარიღი: 10.10.2019

დასრულების თარიღი 29.10.2019

საათების რაოდენობა

კურსის აღწერა

სასწავლო კურსი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებში არსებული საკვანძო საკითხების მიმოხილვას და საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენასა და შესაბამისი პროცედურების დაგეგმვას, რომლის მიზანია კანონმდებლობით ნაკლებად რეგულირებული საკითხების ეფექტიანად გადაჭრის გზების დასახვა.

მიზნობრივი  აუდიტორია,  ვისთვისაც   ტრენინგია  განკუთვნილი

  • შესყიდვების სამსახურის თანამშრომლები;
  • შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები;
  • საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული პირები.

 

რა უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს მონაწილე

ტრენინგის  გავლის  შემდეგ,  შემსყიდველი  ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა  ექნებათ მაქსიმალურად ეფექტიანად და ეკონომიურად განახორციელონ წლის განმავლობაში შესასრულებელი შესყიდვები, ხოლო აუდიტორებს (შიდა/გარე) შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ რისკზე დაფუძნებული პროცედურები.

 

ტრენერის შესახებ

ზურაბ მაისურაძეს აქვს სახელმწიფო შესყიდვებისა და აუდიტის  მიმართულებით მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა შესყიდვების დეპარტამენტს სს „საქართველოს რკინიგზაში“. ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსია.

ზურაბ მაისურაძე ფლობს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს, ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგი შესყიდვებში თაღლითობის, რისკების იდენტიფიცირებისა და მათი პრევენციის შესახებ.

ზურაბ მაისურაძე 2015 წლიდან გახდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი.

კოორდინატები:

Email: sai@sao.ge

Phone: 032 2 054 615

რეგისტრაცია

რეგისტრაცია: 2019 წლის 9 ოქტომბრამდე

კურსის ხანგრძლივობა: 2019 წლის 10-29 ოქტომბერი

სასწავლო კურსის ღირებულება: 280 ლარი

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში: 707727122

დღის წესრიგის ჩამოტვირთვა