ქარ ENG

Call Us: +995 322 438 133 Email Us: sai@sao.ge

ტრენინგები

ტრენინგების კატალოგი | ტრენინგების განრიგი

ტრენინგების კატალოგი

სახელმწიფო შესყიდვები

ყველა კურსი

სფერო: აუდიტი

ტრენერები: ზურაბ მაისურაძე

კურსის ღირებულება: 280 ლარი

დაწყების თარიღი: 09.11.2018

დასრულების თარიღი 26.11.2018

საათების რაოდენობა 19 (აკ. საათი)

კურსის აღწერა

ტრენინგ-კურსი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებში არსებული საკვანძო საკითხების მიმოხილვას და საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენას და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვას.

ტრენინგი მიზნად ისახავს კანონმდებლობით ნაკლებად რეგულირებული საკითხების ეფექტიანად გადაჭრის გზების განხილვას, კერძოდ:

  • საჭიროებების განსაზღვრა შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე
  • ბაზრის კვლევის პროცესში არსებული ნაკლოვანებების იდენტიფიცირება
  • ქვეკონტრაქტორების პრობლემატიკა სახელმწიფო შესყიდვებში
  • უკონკურენტო გარემოში განხორციელებული შესყიდვები
  • გარიგების შესაძლებლობა ტენდერში მონაწილე კომპანიების მიერ

ტრენინგზე განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები და მონაწილეები ჩართული იქნებიან გუნდურ დავალებებში. ტრენინგი შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს მაქსიმალურად ეფექტიანად და ეკონომიურად განახორციელონ წლის განმავლობაში დაგეგმილი შესყიდვები, ხოლო აუდიტორებს (შიდა/გარე) - განახორციელონ რისკზე დაფუძნებული პროცედურები.

დაინტერესების შემთხვევაში ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, მ/წ 23 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის  ჩათვლით (სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 სთ-მდე), გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება ტრენინგზე რეგისტრაციის თაობაზე;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:

წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.

ასევე შესაძლებელია ელექტრონული რეგისტრაცია ვებ-გვერდის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

sai@sao.ge

+(995 599) 39 07 77  ხათუნა ჩაგანავა

ტრენინგის განრიგი

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი _ TRESGE22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122

სილაბუსი