Logo სახელმწიფო აუდიტის
ინსტიტუტი
ქარ ENG

Call Us: +995 322 438 133 Email Us: sai@sao.ge

ტრენინგები

ტრენინგების კატალოგი | ტრენინგების განრიგი

ტრენინგების კატალოგი

ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი

ყველა კურსი

სფერო: აუდიტი

ტრენერები: გიორგი გიორგაძე, გიორგი გიორგაძე, გიორგი გიორგაძე

ტრენინგის ფორმატი: დისტანციური, ადგილზე

დაწყების თარიღი: 0000-00-00

ლექციების რაოდენობა: 0

კურსის აღწერა

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ტრენინგ-კურსზე: ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგია

ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე საჯარო სექტორის აუდიტის ერთ-ერთი სახეა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად.

აღნიშნული კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

ეფექტიანობის აუდიტის წარმოშობა და განვითარება;
ეფექტიანობის აუდიტის განმარტება;
ეფექტიანობის აუდიტის 3 პრინციპი;
ეფექტიანობის აუდიტის ელემენტების ურთიერთკავშირი;
ეფექტიანობის აუდიტის განსხვავება შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტებისგან;
შიდა კონტროლის სისტემის შეფასება;
კავშირი პროგრამულ ბიუჯეტსა და ეფექტიანობის აუდიტს შორის;
ეფექტიანობის აუდიტის ციკლი;
სტრატეგიული და წლიური დაგეგმვა;
დაგეგმვა სფეროების დონეზე;
აუდიტის პოტენციური თემების შერჩევა;
აუდიტის შესაძლო თემების წარმოდგენა;
წინასწარი შესწავლის ეტაპი: დაგეგმვა და განხორციელება;
„პრობლემების ხის“ მაგალითი;
ეფექტიანობის აუდიტის შეფასების კრიტერიუმები,კრიტერიუმის წყაროები და მახასიათებლები;
ეფექტიანობის აუდიტის მეთოდები (ზოგადი მიმოხილვა);
მონაცემთა შეგროვება; მონაცემთა შეგროვების გზები და მათი დაგეგმვა; დიზაინ მატრიცის მაგალითი;
აუდიტის ძირითადი შესწავლის ეტაპი; აუდიტის მტკიცებულებები; მტკიცებულებების სახეები და მახასიათებლები;
მონაცემთა ანალიზის სახეები;
აუდიტის რეკომენდაციები;
აუდიტის ანგარიშგების ეტაპი; აუდიტის ანგარიშის მახასიათებლები;
ანგარიშის ზოგადი მონახაზი; აუდიტის ანგარიშის სტრუქტურა;
გაწეულ რეკომენდაციებთან დაკავშირებული შემდგომი რეაგირება.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

სრული კურსის ხანგრძლივობა: 9 დეკემბრიდან - 26 დეკემბრის ჩათვლით

სწავლების გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ (დღეები: სამ, ხუთ. საათები: 9:30-13:00 სთ-მდე)

კურსის ღირებულება: 140 ლარი

საბანკო რეკვიზიტები:

ბანკი: სს ლიბერთი ბანკი;

ანგარიშის მიმღების დასახელება: სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი;

ანგარიშის ნომერი: GE85LB0121141688625000

მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

რეგისტრაციის თარიღებია: 2014 წლის 14 ნოემბრიდან - 7 დეკემბრის ჩათვლით

სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად გადმოაგზავნეთ პირადობის მოწმობის ასლი (ან პასპორტის ასლი) და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლიშემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - pai@sao.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: (995 32) 2438 181

სილაბუსი