Logo სახელმწიფო აუდიტის
ინსტიტუტი
ქარ ENG

Call Us: +995 322 438 133 Email Us: sai@sao.ge

ტრენინგები

ტრენინგების კატალოგი | ტრენინგების განრიგი

ტრენინგების კატალოგი

ეფექტიანობის აუდიტი

ყველა კურსი

სფერო: აუდიტი

ტრენერები: გიორგი კაპანაძე, ირაკლი წიწილაშვილი

ტრენინგის ფორმატი: დისტანციური, ადგილზე

დაწყების თარიღი: 2016-03-24

ლექციების რაოდენობა: 4

კურსის აღწერა

ეფექტიანობის აუდიტში საბაზისო კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ეფექტიანობის აუდიტის მნიშვნელობა, ძირითადი პრინციპები და მისი განხორციელების სპეციფიკა.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ტრენინგის მონაწილეებს უნდა შეეძლოთ პრაქტიკულ სიტუაციებში ეფექტიანობის აუდიტის საკითხების იდენტიფიცირება და მათზე მსჯელობა. თავად კურსი 4 პრეზენტაციის სახით არის წარმოდგენილი (სულ 12 საათი) და შეესაბამება აუდიტის განხორციელების ეტაპებს (თითოეულ პრეზენტაციაში წარმოდგენილი საკითხები და საათობრივი განაწილება იხილეთ დეტალურ ცხრილში).

ყოველი პრეზენტაციის ბოლოს მოცემულია თემატური ტესტები ცოდნის შესამოწმებლად.

 

კურსის ძირითადი სამიზნე ჯგუფია პრაქტიკოსი აუდიტორები და ფინანსური და ეკონომიკური პროფილით სახელმწიფო სექტორში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეები.

სილაბუსი

 

კურსის-ეფექტიანობის აუდიტი

საათები

1

ეფექტიანობის აუდიტის არსი

1.5

1.1

ეფექტიანობის აუდიტის განვითარება

 

1.2

ეფექტიანობის აუდიტის განმარტება

 

1.3

ეფექტიანობის აუდიტის 3 ძირითადი პრინციპი

 

1.4

ეფექტიანობის აუდიტის ელემენტებს შორის ურთიერთკავშირი

 

1.5

განსხვავება ეფექტიანობის, ფინანსურ და შესაბამისობის აუდიტებს შორის

 

1.6

შიდა კონტროლის შეფასება

 

1.7

ბმა ეფექტიანობის აუდიტსა და პროგრამულ ბიუჯეტს შორის

 

2

ეფექტიანობის აუდიტის დაგეგმვა

 

2.1

 ძირითადი შესწავლის დაგეგმვა და განხორციელება

4

2.2

“პრობლემის ხის” ანალიზი

 

2.3

აუდიტის კითხვები

 

2.4

აუდიტის კრიტერიუმები(კრიტერიუმის თვისებები და მათი წყაროები)

 

2.5

ეფექტიანობის აუდიტის მეთოდები

 

2.6

მონაცემთა შეგროვების გზები(მონაცემთა შეგროვების დაგეგმვა და გზები)

 

2.7

აუდიტის  დიზაინ მატრიცა-ნიმუში(კავშირი აუდიტის დიზაინ მატრიცასა და პრობლემის ხეს შორის)

 

3

ძირითადი შესწავლა

4

3.1

აუდიტის მიგნებები (მიგნების სახეები და მათი მახასიათებლები)

 

3.2

მონაცემთა ანალიზის და წარმოდგენის სახეები (ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზი, აღწერილობითი სტატისტიკა და სხვა)

 

3.3

აუდიტის რეკომენდაციები

 

4

ანგარიშის შედგენა და შემდგომი რეაგირება

2.5

4.1

ანგარიშის შედგენის სტანდარტები

 

4.2

აუდიტის ანგარიშის მონახაზი

 

4.3

აუდიტის ანგარშის სტრუქტურა

 

4.4

საბოლოო ანგარიშის შედგენა

 

4.5

საკუთარ საქმიანობაზე შემდგომი რეაგირება

 

4.6

შემდგომი რეაგირების ფორმები