Logo სახელმწიფო აუდიტის
ინსტიტუტი
ქარ ENG

Call Us: +995 322 438 133 Email Us: sai@sao.ge

ტრენინგები

ტრენინგების კატალოგი | ტრენინგების განრიგი

ტრენინგების კატალოგი

სახელმწიფო შესყიდვები

ყველა კურსი

სფერო: აუდიტი

ტრენერები: ზურაბ მაისურაძე

ტრენინგის ფორმატი: დისტანციური, ადგილზე

დაწყების თარიღი: 0000-00-00

ლექციების რაოდენობა: 1

კურსის აღწერა

კურსი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის  შესწავლას და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას აღნიშნული მიმართულებით.

ტრენინგში მონაწილეები მოისმენენ და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში არსებულ რისკებთან დაკავშირებით.

ტრენინგ-კურსში წარმოდგენილი იქნება რისკების იდენტიფიცირების თანამედროვე მიდგომები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;

ტრენინგ-კურსი ითვალისწინებს ორგანიზაციაში შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენას, პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებას და ა.შ.

აღნიშნული კურსი  განკუთვნილია შიდა აუდიტორებისათვისა და საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული პირებისათვის.

 კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი

სილაბუსი

პროგრამის აღწერა:

  • სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი პრინციპები;
  • ელექტრონული შესყიდვების მონიტორინგის მიზანი;
  • ინფორმაციის მოპოვების საშულებებიდა რისკების ინდეტიფიცირება;
  • მაღალფასიანი შესყიდვების შერჩევა, როგორც მაღალი რისკის მატარებელი შესყიდვები;
  • სატენდერო პროცედურების შეწყვეტა;
  • ხელოვნურად ჩაშლილი ტენდერები;
  • დისკვალიფიკაციის უფლების ბოროტად გამოყენება;
  • არაკონკურენტულ გარემოში განხორციელებული ტენდერები;
  • გარიგება კომპანიებს შორის;
  • დაკავშირებული მხარეები;
  • გამარტივებული შესყიდვების რისკი შესყიდვების განხორციელებისას;
  • ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების რისკი;
  • მონიტორინგის შეგედების ანგარიშგება.