Logo სახელმწიფო აუდიტის
ინსტიტუტი
ქარ ENG

Call Us: +995 322 438 133 Email Us: sai@sao.ge

სერტიფიცირება

საჯარო სექტორის აუდიტორების სერტიფიცირება ინსტიტუტის ექსკლუზიური ფუნქციაა. მხოლოდ ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებულ აუდიტორს გააჩნია უფლება განახორციელოს საჯარო სექტორის აუდიტი. სერტიფიცირების მთავარი მიზანი სწორედ საჯარო სექტორში ჩატარებული აუდიტების ხარისხის ამაღლებაა, აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

სერტიფიცირების სასწავლო კურსი შედგება რამდენიმე მოდულისაგან:
• ეფექტიანობის აუდიტი;
• ფინანსური აუდიტი;
• შესაბამისობის აუდიტი;
• საბიუჯეტო სისტემა;
• ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში.

სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო სექტორის აუდიტორს ეძლევა 5 წლიანი სერტიფიკატი.

ტრენინგები

ტრენინგების მთავარ სამიზნე ჯგუფს საჯარო სექტორის აუდიტორები წარმოადგენენ. ტრენინგების სისტემის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად იგი ეფუძვნება ძირითადად საჯარო სექტორში არსებულ საჭიროებებს. ინსტიტუტი უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა მიმართულებით:

• გარე აუდიტი (ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის);
• შიდა აუდიტი;
• IT აუდიტი;
• აუდიტის პროგრამული მართვა;
• თაღლითბის პრევენცია და აუდიტი;
• საბიუჯეტო პროგრამების შეფასება;
• სახელმწიფო შესყიდვები აუდიტორთათვის.

აუდიტი

ინსტიტუტის კიდევ ერთ დამატებით ფუნქციას წარმოადგენს საჯარო სექტორის აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურება. კანონით ინსტიტუტის აუდიტორული მომსახურების ხარისხს უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური და შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია გაითვალისწინოს ინსტიტუტის აუდიტორული შეფასებებიც. ინსტიტუტის მიერ განხორციელებული აუდიტორული მომსახურების პროექტებია:

• საპარტნიორო ფონდი;
• ნავთობისა და გაზის კორპორაცია;
• ენერგეტიკის განვითარების ფონდი;
• სატყეო სააგენტო;
• კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო;
• შავი ზღვის აკადემია;

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი აუდიტორული გამოცდილების მქონე პროფესიონალებით.

ასევე თავის სფეროში წარმატებული ტრენერების ჯგუფით. ჩვენ მუდმივად ვისწრაფით ზრდისა და განვითარებისაკენ.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მომსახურების მაღალ სტანდარტებზე და მომხმარებლის მოთხოვნების და საჭიროებების 100%-ით დაკმაყოფილებაზე.

ტრენერები

გახდი სერტიფიცირებული

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აუცილებელია ყველა იმ პირისთვის, ვისაც საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების განხორციელების სურვილი გააჩნია.

თეორიული ცოდნის გარდა, მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა განიხილოს კონკრეტული შემთხვევები პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.

სერტიფიცირების მიზანია:
• კანდიდატის მიერ საჯარო აუდიტის სფეროში კურსის გავლა
• კვალიფიკაციის ამაღლება
• პროფესიული ცოდნის შეფასება და საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მინიჭება


გაიგე მეტი