Logo სახელმწიფო აუდიტის
ინსტიტუტი
ქარ ENG

Call Us: +995 322 438 133 Email Us: sai@sao.ge

ლიტერატურა

ელექტრონული ბიბლიოთეკა | პუბლიკაციები და უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელოები

პუბლიკაციები და უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელოები

სახელმწიფო საშინაო ვალის ფინანსური ინსტრუმენტები: საერთაშორისო გამოცდილება

წინამდებარე პუბლიკაცია მიზნად ისახავს განვითარებული ფინანსური ბაზრების მქონე ქვეყნების გამოცდილებისა და მათ მიერ გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტების სპეციფიკის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას. პუბლიკაციაში განხილულია ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, ავსტრალიისა და შვედეთის საშინაო ვალის ინსტრუმენტები. წარმოდგენილ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია გამოირჩევა ყველაზე მრავალფეროვანი საშინაო ვალის ფინანსური ინსტრუმენტებით. თუმცა, უმეტესწილად, ყველა ზემოხსენებული სახელმწიფოსათვის ფასიანი ქაღალდები, ძირითადი მახასიათებლებით, მსგავსია. პუბლიკაციაში წარმოდგენილი სახელმწიფო საშინაო ფინანსური ინსტრუმენტების მიმოხილვა, მიუთითებს ამ კუთხით არსებულ მრავალფეროვან საერთაშორისო გამოცდილებაზე, რომლის გაცნობაც და საჭიროებისამებრ გათვალისწინებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის.

სახელმწიფო საშინაო ვალის ფინანსური ინსტრუმენტები - საერთაშორისო გამოცდილება

 

ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი: ასპექტები საერთაშორისო გამოცდილებიდან

პუბლიკაცია მიმოიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის ცალკეულ თეორიულ ასპექტებსა და აღნიშნული მიმართულებებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას. კერძოდ, თეორიული ასპექტების მიმოხილვა ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული, უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელოებით გაწერილ, ეფექტიანი საბიუჯეტო პროცესის წარმოების ძირითად საფეხურებსა და პროცედურებს. გარდა თეორიული ასპექტებისა, პუბლიკაციაში განხილულია წარმატებული საბიუჯეტო სისტემის მქონე ქვეყნების რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი ბიუჯეტის დაგეგმვის საფეხურებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესახებ. საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვით, პუბლიკაცია მიზნად ისახავს საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფას.

ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი ასპექტები - საერთაშორისო გამოცდილებიდან

 

შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირება

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში შედეგზე ორიენტირებული (პროგრამული) ბიუჯეტირების დანერგვის პროცესი ამჟამად საწყის ეტაპზეა, წინამდებარე უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, ამ მიმართულებით გამოყენებული მექანიზმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და იმ ძირითადი საკითხების ხაზგასმას, რომელიც არსებითია შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების რეფორმის პროცესის წარმატებით განსახორციელებლად, როგორც მაკოორდინირებელი უწყების, ისე მხარჯავი დაწესებულებებისათვის.

სახელმძღვანელო მოიცავს ორ ნაწილს: პირველი ნაწილი მიმოიხილავს რეფორმის პროცესის კოორდინაციის მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო მეორე ნაწილი ეძღვნება სტრატეგიული/შედეგზე ორიენტირებული მართვის პროცესის ძირითად ეტაპებს მხარჯავი უწყებების დონეზე. 

შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირება

 

ასიგნებების გადატანის უფლებამოსილება შემდგომი ფისკალური წლისათვის

პუბლიკაციაში წამოჭრილია პრობლემა, რომელიც წლის ბოლოს მხარჯავი უწყებების მიერ აუთვისებელი ასიგნებების ინტენსიურ და არაეფეტქიან ხარჯვას უკავშირდება. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით Carry Over-ის მექანიზმი გამოიყენება, რომელიც შემდგომი ფისკალური წლისათვის ასიგნებების გადატანის უფლებას ნიშნავს. პუბლიკაციაში განხილულია აღნიშნული მექანიზმის არსი, მისი დანერგვის წინაპირობები, შესაძლო გვერდითი ეფექტები, საერთაშორისო პრაქტიკა და Carry over-ის მექანიზმის სასარგებლოობა.

მომზადებულია ნინო ფრუიძის მიერ

ასიგნებების გადატანის უფლებამოსილება შემდგომი ფისკალური წლისათვის (Carry-Over მექანიზმი)

 

ფისკალური შეზღუდვები

პუბლიკაცია მიმოიხილავს სხვადასხვა ლიტერატურას ფისკალური შეზღუდვების შესახებ, საერთაშორისო პრაქტიკასა და შეზღუდვებისათვის დამახასიათებელ დადებით და უარყოფით ფაქტორებს. დოკუმენტი აანალიზებს ფისკალური ლიმიტების მნიშვნელობას თანამედროვე საბიუჯეტო სისტემასა და საჯარო ფინანსებში და ხაზს უსვამს მის როლს მდგრადი ფისკალური პოლიტიკის მიღწევაში. ასევე, განიხილავს რიგ შესაძლებლობებს, რომელიც  ეფექტურ ფისკალურ შეზღუდვებს სწორი იმპლემენტაციის შემთხვევაში გააჩნია.

მომზადებულია გიორგი ჩაკვეტაძის მიერ

ფისკალური შეზღუდვები -  თეორიული ასპექტები და საერთაშორისო გამოცდილება