ლელა მაჩაიძე

ლელა მაჩაიძე

ლელა მაჩაიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერია შემდეგი მიმართულებებით:  მართვა და ლიდერობა; ცვლილებების მართვა; პროექტების მართვა; Agile პროექტების მართვა; ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა.

ლელა მაჩაიძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი და პროექტის მართვის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტია.

პარალელურად ლექციებს უკითხავს სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ლელა მაჩაიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს საინჟინრო–ეკონომიური ინსტიტუტის ბიზნესის წარმოებისა და მართვის ფაკულტეტი, ფლობს მაგისტრის ხარისხს  პროექტის მართვაში  (ჯ. ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა) და ბიზნესის ადმინისტრირებაში (მართვის ევროპული სკოლა). მიღებული აქვს პროექტის მართვის პროფესიონალის ხარისხი. გავლილი აქვს ტრენინგები საქართველოსა და უცხოეთში.

© 2019 ყველა უფლება დაცულია