თამარ გურეშიძე

თამარ გურეშიძე

თამარ გურეშიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერია. იგი უძღვება შემდეგ ტრენინგ კურსებს:  ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, მართვა და ლიდერობა, ცვლილებების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

თამარი 2004 წლიდან მუშაობს  GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) საჯარო ფინანსების მართვის პროგრამის საჯარო ფინანსების მრჩეველად. აქვს ტრენერად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში.

თამარ გურეშიძე ფლობს მაგისტრის ხარისხს გერმანისტიკაში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს გერმანიაში, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტში, ხოლო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი - ESM ევროპის მენეჯმენტის სკოლაში. გავლილი აქვს ტრენინგები უცხოეთში.

© 2019 ყველა უფლება დაცულია